რატი იონათამიშვილი: 26 ოქტომბერი რადიკალური ოპოზიციის გაქრობის საწყისი იქნება

,,რადიკალური ოპოზიცია არის ომისა და ღალატის პარტია და, რა თქმა უნდა, მათ მშვიდობის განსაკუთრებით ეშინიათ, ვინაიდან იციან, რომ მშვიდობის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი კეთილდღეობაც, პროგრესიც და განვითარებაც, მათ კი საქართველოში არცერთი არ აწყობთ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერი რადიკალური ოპოზიციის გაქრობის საწყისი იქნება.

,,მათ ერთი სული აქვთ კიდევ უფრო მეტად, როდის და როგორ დაიშლება საქართველო, ვინაიდან ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტად იქნება არეულობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ექნებათ იმის შანსი, რომ განახორციელონ ეს მზაკვრული გეგმები. სინამდვილეში, მათ ამ ანტი-ოცნებების ახდენას არ უწერია მომავალი, ვინაიდან ნებისმიერი ვინც ილაშქრებს მშვიდობის წინააღმდეგ, არის ომის, ნგრევის, ძალადობის მომხრე და ასეთი ოპოზიცია საზოგადოებას არც ქვეყანაში სჭირდება, არც პოლიტიკაში, აქედან გამომდინარე, 26 ოქტომბერი იქნება საწყისი რადიკალური ოპოზიციის გაქრობისა,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები