,,საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება დედამიწის ამოსასუნთქად” – ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამძვინვარებული სტიქიის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამძვინვარებული სტიქიის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ევროპაში, უმეტესად აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა წყალდიდობაა.
დატბორილია რამდენიმე ქვეყნის უამრავი დასახლება. არის მსხვერპლი. ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონზე ადის და კიდევ გაიზრდება.
მათთან ასეთი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ. სპეციალისტები მიზეზად კლიმატურ ცვლილებებს მიაწერენ.
ჩვენთან ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც კლიმატური ცვლილება მოგონილი ამბავი ჰგონია.
სინამდვილეში დედამიწაზე მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ადამიანების არასწორმა, დაუდევარმა ეკოცხოვრებამ გამოიწვია და შედეგებს ყველა ქვეყანა მძიმედ იწვნევს.
საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება დედამიწის ამოსასუნთქად”,- წერს ჩანადირი .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები