“ფორმულას ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე სიცრუე აღმოჩნდა” – მიქანაძე მედიასაშუალებების მიერ წინასაარჩევნოდ ნეგატიური კამპანიის წარმართვაზე საუბრობს

მმართველი გუნდის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ნეგატიური კამპანიის ჭრილში
მიზანმიმართულად ხდება მედია საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სინამდვილესთან ახლოსაც არ არის.

მიქანაძემ ბრიფინგზე, აღნიშნულის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.

,,ნეგატიური კამპანიის ჭრილში მიზანმიმართულად ხდება მედია საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება. ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო „თავისუფალი ევროპის“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმაც უარყო”,- განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები