გივი მიქანაძე: ფაქტია, რომ არჩევნების მოახლოებამ უფრო გაააქტიურა ასეთი ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები

გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ კონკრეტული დარღვევების არაერთხელ საჯაროდ და სისტემატიურად გაჟღერების მიუხედავად, ამ დრომდე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს როგორიცაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „გამჭვირვალობა საქართველო“, არც წინა და არც ამ ბრიფინგში გაჟღერებული არცერთი ფაქტი თავის ანგარიშში არ აუსახავთ.

რაც მიქანაძის შეფასებით, ცალსახად ადასტურებს მათ მიკერძოებასა და კონკრეტული მხარის სასარგებლოდ პოზიციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები