ლევან მაჭავარიანი: არავინ ეკითხება არც ხაზარაძეს და არც გახარიას, დაჯგუფდებიან თუ არა – როგორც დაავალებენ, ისე შეასრულებენ ამ დავალებას

,,არავინ ეკითხება არც ხაზარაძეს და არც გახარიას, დაჯგუფდებიან თუ არა. როგორც დაავალებენ, ისე შეასრულებენ ამ დავალებას”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპექტაკლი გარედანაა დადგმული.

,,ჩვენ ვაკვირდებით გარკვეული ტიპის სპექტაკლს, რომელიც, რა თქმა უნდა, გარედან არის დადგმული. არავინ არ ეკითხება არც ხაზარაძეს და არც გახარიას, დაჯგუფდებიან თუ არა. როგორც დაავალებენ, ისე შეასრულებენ ამ დავალებას. შევხედოთ მოვლენების განვითარებას; საბოლოო ჯამში, ალბათ, მათი გარე უფროსები მაინც დააჯგუფებენ. ყოველ შემთხვევაში, გახარიას ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი აქვს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები