ისრაელი ლიბანში პეიჯერების აფეთქების ოპერაციას 15 წლის განმავლობაში ამზადებდა – მედია

ისრაელი ლიბანში პეიჯერების აფეთქების ოპერაციას 15 წლის განმავლობაში ამზადებდა, – ინფორმაციას ABC News-ი აშშ-ის დაზვერვაში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ისრაელმა რამდენიმე ყალბი კომპანია შექმნა, რომლებიც თითქოს პეიჯერების დამზადებაში მონაწილეობდნენ. ამასთან, ყალბი კომპანიების თანამშრომლებმა არც კი იცოდნენ, თუ ვისზე მუშაობენ.

ერთ-ერთი ასეთი ყალბი კომპანია უნგრეთში დარეგისტრირებული BAC Consulting-ი იყო, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით პეიჯერები ტაივანური ბრენდის Gold Apollo-ს სახელით უნდა ეწარმოებინა.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ABC News განუცხადა, რომ ქვეყანაში პეიჯერები არ იწარმოებოდა, BAC Consulting-ი მხოლოდ „სავაჭრო შუამავალი“ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები