ზელენსკი: უკრაინის “გამარჯვების გეგმა” სრულად მზად არის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის “გამარჯვების გეგმა” სრულად მზად არის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, “გამარჯვების გეგმის” მიზანი უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და “გაყინული კონფლიქტის” თავიდან არიდებაა.

“დღეს შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვების გეგმა სრულად მზად არის – ყველა პუნქტი, ყველა საკვანძო აქცენტი, განსაზღვრულია ყველა დამატებითი დეტალი. ყველაფერი შემუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია, რეალიზება მოვახდინოთ. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს და ვერც იარსებებს”, – თქვა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკას მომავალ კვირას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები