“როდესაც ისეთი ადამიანების დასანქცირებას ეხება საქმე, როგორებიც არიან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, ეს არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზებას” – გორდულაძე

“როდესაც ისეთი ადამიანების დასანქცირებას ეხება საქმე, როგორებიც არიან, მაგალითად, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, ეს არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ “დღის კურიერში” ისაუბრა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, პირიქით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

“შესაბამისად, როგორც ღირსეული ქვეყნის, ღირსეულ პრემიერ შეეფერებოდა, ჩვენი ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადადგა ნაბიჯი და ელჩ დანიგანს შეხვდა. მას ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ გააცნო. განცხადებაც ვნახეთ, რომ ასეთი ნაბიჯები არის წითელ ზღვართან მიახლოება და, ამ წითელი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, შესაძლოა, გადაიხედოს კიდეც ურთიერთობები. ამაზე მეტ სიღრმეში არ წავალთ და არ გავაკეთებთ განცხადებას პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ღირსების ნაწილში გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან სამწუხაროა და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავსი უფრო მეტი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული,” – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები