“ქართველები დადგებიან პრინციპულად იმ პოზიციაზე, რომ არ მისცემენ არავის უფლებას, მისი პოლიცია და სამხედროები დაჩაგროს” – ბექა ოდიშარია

“ქართველები დადგებიან უპრეცედენტოდ პრინციპულად იმ პოზიციაზე, რომ არ მისცემენ არავის უფლებას, დაჩაგროს მისი პოლიცია და სამხედროები”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.

დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

„მოცემულობა გვაქვს ისეთი: ეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, იცავს ქართველი ხალხის ინტერესს, იცავს სუვერენიტეტს, მყარად დგას 2 ფეხზე და ამ დროს დაასანქცირო და დასაჯო ხელისუფლების სხვადასხვა შტო, ეს გაუგებარია ქართველი ხალხისთვის იმის გამო, რომ ერთი მუჭა მღრღნელი „ენჯეოები“ იყვნენ გაუმჭვირვალენი იმის გამო, რომ ქართველი ერი უკვეთს საკუთარ ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და საქართველოს ხელისუფლება რომ ასრულებს ამ დაკვეთას. თუ იმისათვის გამო ხომ არა, რომ ეს ჩაფუშული, არაფრისმაქნისი და უვარგისი მარგინალური8 ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაამყარონ?!“, – განაცხადა  ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები