დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური პროსტიტუციის მასტერკლასი ჩაატარა გუშინწინ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორის ლინდის გრემმის პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე წერს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს მაგალითად.

„პოლიტიკური პროსტიტუციის მასტერკლასი ჩაატარა გუშინწინ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. შევადაროთ მისი ტრანსფორმაცია უკანასკნელ ერთ წელიწადში:
2023 წლის სექტემბერი – “უკრაინის სახით ჩვენ გვაქვს უნიკალური შენაძენი, ეს ქვეყანა მზადაა იომოს უკანასკნელ უკრაინელამდე და ამ დროს: არ დაგვიკარგავს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და კვდება უამრავი რუსი. ამაზე მაგარი კაპიტალდაბანდება ამერიკას ჯერ არ განუხორციელებია”
✅ 2024 წლის სექტემბერი – “უკრაინის ომი წამოიწყეს ბაიდენმა და ობამამ. ამიტომ მათთან დაკავშირებული ამ ომის შეწყვეტის იმედი არის ილუზია. ომის შეწყვეტა მხოლოდ ტრამპს შეუძლია და ეს უნდა მოხდეს რუსეთთან მოლაპარაკების გზით”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები