პრეზიდენტთან გახარიასა და ხაზარაძის შეხვედრა რამდენიმე საათით გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პარტიების – “ლელოსა” და “გახარია საქართველოსთვის” ლიდერების შეხვედრა, 15:00 სთ-ის ნაცვლად 18:00 სთ-ზე შედგება.

როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტს შეხვედრის გადადება სთხოვა.

“ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება”, – წერს  გახარია.

სალომე ზურაბიშვილი გახარიასა და ხაზარაძეს ორბელიანების სასახლეში ელოდება. პრეზიდენტი გამოვიდა  ინიციატივით, ეს ორი პარტია გაერთიანდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები