“ოპოზიციის და ამ NGO-ებისთვის ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე” – პაპუაშვილი

“ოპოზიციის და ამ NGO-ებისთვის ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, “ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე, რომ მზად არიან, ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაჰყვნენ”.

„ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე, რომ მზად არიან ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაჰყვნენ, მათ შორის, ამოეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი დასახიჩრდა ამ ომის დროს როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები და ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან თითქოს საუბარი იყოს მათზე, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს იქნებოდა თუ სხვა დროს. ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები მიატოვა, როდესაც, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები, „ქართულმა ოცნებამ“ შემოაბრუნა ეს საქმე და მოიგო. სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. რაც შეეხება ომის დამნაშავეებს, ისინი პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე. მათ ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული და მათ შორის, აწამა ანწუხელიძე, მოეთხოვება პასუხი მართლმსაჯულებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები