პაპუაშვილი – მიხაილ როთზე: ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის

“როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება – ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილმა გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის. მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად დადგა. ამიტომ, ის ჯერ იმაში უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე სინანული მისი მხრიდან დღემდე არ გვსმენია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები