არჩილ გორდულაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სულ სამი წუთიც კი ვერ ძლებს უკვე მათი ტყუილები 

“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სულ სამი წუთიც კი ვერ ძლებს უკვე მათი ტყუილები”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე “ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდის მოზიდვას ეხება.

“ორ დღე კი არა, ორი თვეც რომ ჰქონდეს “ნაციონალურ მოძრაობას”, რა თქმა უნდა, ის ვერასდროს ვერ შეძლებდა ეთქვა წყარო, საიდან შეიძლება დაფინანსდეს საქართველო 14 მილიარდი დოლარისა თუ ევროს ოდენობით. ჯერ ვალუტაშიც კარგად ვერ ჩამოყალიბებულან. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სულ სამი წუთიც კი ვერ ძლებს უკვე მათი ტყუილები და ტყუილების ტყუილებში არიან უკვე მხილებულები. ასეთი ფონდები რომ არსებობდეს, მაშინ მოლდოვა და უკრაინა და სხვა კანდიდატი ქვეყნები, სადაც მოლაპარაკებები არის გახსნილი, მიიღებდნენ ასეთ დაფინანსებას, მაგრამ მათაც არ მიუღიათ, იმიტომ რომ ასეთი ფონდი ბუნებაში არ არსებობს,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები