სომხეთში, სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე სამი პირი დააკავეს

სომეხმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო ოთხზე ძებნა გამოცხადდა,- ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებულ იქნა ინფორმაცია წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპაციისთვის მომზადებული პირთა ჯგუფის შესახებ. კერძოდ, ეს პირები, წინასწარი შეთქმულებით, სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 რუსულ რუბლს იღებდნენ.

გეგმა მოიცავდა ეჭვმიტანილების რუსეთის ფედერაციაში სამთვიან სასწავლო შეკრებას, ახალი ტიპის მძიმე იარაღის გაცნობას და მათი გამოყენების სწავლას და სომხეთში დაბრუნების შემდეგ საბრძოლო მოვალეობის შესრულება. 2024 წლის განმავლობაში, გადაიბირეს სომხეთის რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქე და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები.

აღნიშნულ ფაქტზე შვიდი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია სამი, ოთხზე კი ძებნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები