პორტუგალიის სკოლაში 12 წლის შეიარაღებული მოზარდი შეიჭრა და 6 პირი დაჭრა

პორტუგალიაში, ლისაბონის მახლობლად, აზამბუჯას სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 პირი დაჭრა. მათ შორის, 5 სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია,- ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი სკოლის შენობაში შესვლისთანავე აგრესიული იყო და ყველა შემხვედრს თავს ესხმოდა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ, ასევე დაშავებულია სკოლის მასწავლებელი.

ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები