ხვიჩია – ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება

“ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი პოლიტიკური საქორწილო დრამა არავის მოუწყვია. ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

“რომანტიულ ურთიერთობებში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც წარსულ წყენებს ივიწყებ, არ იხსენებ და შემდეგი კონფლიქტისას წამოაძახებ, მაგრამ ამას ჩვენს წყვილებს არ ვურჩევდი. მოდით, ძველი ამბავი იყოს დამთავრებული და ვუსურვებ წარმატებულ ქორწინებას. პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება ასეთი გარიგებიდან. შესაბამისად, სხვისი დავალებაც არ არის საჭირო, თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ შესაშურ საქმეს“, – განაცხადა  ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები