ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, პოლონეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რაიონები დააზარალა. ქვეყნის მთავრობამ დაზარალებული რაიონები კატასტროფის ზონად გამოაცხადა და დაზარალებულთა დასახმარებლად ერთი მილიარდი ზლოტი გამოყო.
ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ერთი ქალი დაიხრჩო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც გასული კვირიდან რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულია.
წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, რუმინეთში კი – შვიდი.
სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან.