ბორჯომში, ე.წ. ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში, ე.წ. ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები