სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით ირანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით ირანში ჩავიდა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თეირანში შოიგუმ შეხვედრა გამართა ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივანთან, ალი აქბარ აჰმადიანთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აზერბაიჯანში მიმავალ სატრანსპორტო მარშრუტებსა და კორიდორებზე გამახვილდა.

შოიგუმ აგრეთვე შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. როგორც შეხვედრის დროს ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, თეირანისა და მოსკოვის ურთიერთობები უწყვეტად განვითარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები