ლევან მაჭავარიანი – “ნაცმოძრაობაზე”: ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებას ეხმაურება, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდის მოზიდვას ეხება.

“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ტყუილი და რატომ აქვთ მათ ასეთი წარმოდგენა ჩვენს საზოგადოებაზე, ვერ ვხვდები. ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს. მათი ტყუილები რომ იყო ორ და ერთ კვირიანი, ახლა ჩამოვიდნენ ერთ საათიან და ნახევარ საათიან ტყუილებზე. რა 14 მილიარდზე არის საუბარი? მაშინ პირდაპირ დააბრეხვონ და თქვან, რომ არის 14 ტრილიონი. რატომ ეშლებათ ამაში ხელი? მაინც იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ვერც ასაბუთებენ ვერანაირად, საიდან უნდა წამოვიდეს ეს ფული. მაგალითად, მოლდოვას თუ გაუხსნეს მოლაპარაკებები, ჩაერიცხა მოლდოვას რაიმე ტრანში? ჩვეულებრივი ტყუილია და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები