პრემიერ-მინისტრმა ანა ჯაფარიძეს პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედალი ვიდეო ზარის საშუალებით მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანა ჯაფარიძეს პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედალი მიულოცა.
მთავრობის მეთაური ანა ჯაფარიძეს ვიდეო ზარის საშუალებით ესაუბრა.
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.