ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვით დღენიადაგ – ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ
“ეს უსამშობლოები, აქ ადგილობრივები ვინც გვყავს ე.წ. რადიკალების ოპოზიცია, როგორ მორიგ ჯერზე, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან. როთებს და გონჩარენკოებს ვეძახი” – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
მისივე თქმით, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას, ულტიმატუმებსა და მუქარებს არავის გაუტარებენ.
„გონჩარენკო ხომ იცით რომელიც არის? პარტია არ არის დარჩენილი, გამოვლილი არ ჰქონდეს უკრაინის რადაში. ჯერ იანუკოვიჩთან იყო, შემდეგ პრეზიდენტთან, ახლა ამ პრეზიდენტთან, მერე ცემეს, მერე გააპანჩურეს, ისევ უკან დაბრუნდა. ასეთი ადამიანი ჰყავდათ ამათ სპიკერად და პარტნიორად. გონჩარენკოები ხართ თქვენ თავიდან ბოლომდე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვით დღენიადაგ. ჩვენ ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ. იცით თქვენ, რომ საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით სანამ ხდება ასეთი დაშანტაჟება,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.