“მოკალი ქოცი” – წარწერებთან დაკავშირებით, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

“მოკალი ქოცი” – წარწერებთან დაკავშირებით, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მეტრო-სადგურებსა და რამდენიმე ადგილზე გამოჩნდა მუქარის შემცველი შინაარსის წარწერები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები