თბილისში, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რესტორან „კახელებთან“ მამაკაცს ავტომობილში ესროლეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.