გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ წამოვწიეთ ეროვნული ღირსება და საპარლამენტო ასამბლეას უარი ვუთხარით

“უკრაინის ხელისუფლება და ქართული აგენტურა, სამწუხაროდ ერთად ებრძოდა საქართველოს მეორე ფრონტის დაწყებისთვის და ახლა უკვე საპარლამენტო ასამბლეაში ერთად იბრძოდნენ ამ რეზოლუციისთვის,” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ევროსაბჭოზე ქართული დელეგაციის უფლებამოსილება იქნა ცნობილი.

“უკრაინის ხელისუფლება და ქართული აგენტურა, სამწუხაროდ ერთად ებრძოდა საქართველოს მეორე ფრონტის დაწყებისთვის და ახლა უკვე საპარლამენტო ასამბლეაში ერთად იბრძოდნენ ამ რეზოლუციისთვის. მაგრამ, ვერაფერს ვერ მიაღწიეს. უფლებამოსილებაც იქნა ცნობილი ქართული დელეგაციის, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეურაცხმყოფელი დათქმები იყო იქ ძალიან, ღირსების შემლახავი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ღირსების შემლახავ ნაბიჯებზე ჩვენ არასდროს არ მივდივართ და ამავდროულად, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოწოდება ყველამ კარგად ვიცით, რომელმაც მოუწოდა მსოფლიო ერებს, რომ თავიანთი ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოწიონ. ჩვენ წამოვწიეთ ეროვნული ღირსება და საპარლამენტო ასამბლეას უარი ვუთხარით ეროვნული ღირსების შეურაცხყოფაზე და ამიტომ დროებით დავტოვეთ ეს დელეგაცია,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები