გურამ მაჭარაშვილი: “USAID”-ი იყო სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა

„„USAID“ სწორედ ის ორგანიზაციაა, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ „USAID“-ის გადარიცხვები გახდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანების საფუძველი.

„„USAID“-ი იყო სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პასუხისმგებლობა გვაქვს, ამიტომ „USAID“-ი არაერთ წარმომადგენელს შეხვდა პრემიერი თუ პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ შეხვედრა ჰქონდა „USAID“-ის ხელმძღვანელობასთან, პროგრამის ხელმძღვანელობასთან და მათთან ჰქონდა თხოვნა, რომ ეჩვენებინათ, ფულს სად ხარჯავდნენ და მათგან უარი მიიღო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მისივე თქმით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზანია, კონტროლქვეშ მოექცეს, მათ შორის, „USAID“-ის მიერ თანხების გადარიცხვა.

 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც გვაბრალებდნენ ანტიამერიკულ განცხადებებს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებას, ახლა გამოჩნდა, ვინ აზიანებდა თურმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას. სწორედ „USAID“-ის არასწორი გადარიცხვები გახდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანების საფუძველი. ეს არის მიზანი, რის გამოც დღევანდელი ადმინისტრაცია უკრძალავს და კონტროლქვეშ აქცევს, რომ არ დაზიანდეს ამერიკის რეპუტაცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები არ ჰქონდა არც ამერიკასთან და არც ამერიკელებთან.

„ვამბობდით, რომ გვქონდა ამერიკის წინა ადმინისტრაციასთან პრობლემა, რომელიც, მათ შორის, ამერიკასაც ძალიან ცუდ საქმეს უკეთებდა. ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა და მოიყვანა დღევანდელი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში, რომელმაც თქვა, რომ წამოწევს ამერიკის რეპუტაციას და სხვა ქვეყნებთან დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „როიტერის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები