გურამ მაჭარაშვილი ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: არავის აქვს უფლება, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს

„ასეთ უმსგავსობებს აუცილებლად წერტილი დაესმება. მათ შორის, წერტილი დაესმება კანონმდებლობის დონეზე,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,  გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც ალუდა ღუდუშაურის მიმართ „civic idea“-ს თანამშრომლის მხრიდან მილანის აეროპორტში განხორციელებულ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.

„არავის აქვს უფლება, ეს დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპია, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს, ქუჩაში დახვდეს და/ან სადმე, საჯარო სივრცეში.

გამოჩნდა ვინ არის მონა. აი, სწორედ მონური ფსიქოლოგია აქვს ამ ხალხს, რომელმაც ვერ გაიგო, რომ ამერიკაში ამერიკელმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა – ცხოვრება შეცვალა. მსოფლიო იცვლება, უკვე სხვა დღის წესრიგია. ესენი ჩარჩნენ კუბილიუსის მოწოდების დონეზე, იმ მონურ ფსიქოლოგიაში, რომ რასაც იტყვის კუბილიუსი იმდენ ფეხზე უნდა დადგე. რასაც იტყვის კუბილიუსი, ის უნდა შეჭამო დილით და საღამოს. თუ გეტყვის, არ ჭამოო, არ უნდა ჭამო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის „civic idea“ თანამშრომლები, რომლის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ალუდა ღუდუშაურს მილანის აეროპორტში დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები