ირაკლი ქადაგიშვილი ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: მათი მიზანია, ყველა პატრიოტზე შეტევა მიიტანონ

„მათ საქართველოს ინტერესებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ალუდა ღუდუშაურს კი ამით ღირსება არ შეელახება,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.

„მათი მიზანი არის, ყველა პატრიოტზე შეტევა მიიტანონ და ეს არის ლიბერალური ფაშიზმისთვის და, ზოგადად, ფაშიზმისთვის, ტოტალიტარული სექტანტური აზროვნებისთვის დამახასიათებელი. არც ალუდა ღუდუშაურს და არც არავის ამით ღირსება არ შეელახება. ამით კიდევ ერთხელ ჩნდება სწორედ ის, რომ ადამიანები იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოური ფულით შეკვეთილი ლოზუნგებით დადიან და რეალურად საქართველოს ინტერესებთან მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს აეროპორტში თინა ხიდაშელის თანამშრომელი ტაივანიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათია ქობალია დაუპირისპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები