ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ლიდერობის თავი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე,  ირაკლი ქადაგიშვილი თბილისში გაჩენილ მუქარის შემცველ წარწერებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ამ უმსგავსო საქციელისკენ აქეზებენ ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ლიდერობის თავი. ისინი აქეზებენ ახალგაზრდებს, მოუწოდებენ ადამიანებს, რომ ასეთი ყოვლად დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი თვითონ მათთვისაც, ვინც ამას აკეთებს, დამაზიანებელი ქმედებებისკენ წაახალისონ. რა მიზანი აქვს ამას – ამას აქვს საზოგადოებაში შიშის დათესვის მიზანი და წაქეზებისა ძალადობისაკენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ლიდერებს ვინც ამ უმსგავსო საქციელისკენ აქეზებენ ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მუქარის შემცველ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები