ირაკლი ქადაგიშვილი: მოინდომეს, რომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ახალი არჩევნები დაგვინიშნონ

“ჯერ აღიარეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ შემდეგ მოინდომეს, რომ ასეთი შანტაჟი მომხდარიყო. აქ ქვეყნის სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ პოლიტიკაში უხეში ჩარევაა” – ამის შესახებ  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

„მოინდომეს, რომ ყოველგვარი არგუმენტის, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ახალი არჩევნები დაგვინიშნონ. იმიტომ რომ რამენაირად, გაათრიონ დამარცხებული პოლიტიკური ძალების ინტერესი და მოიყვანონ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არანაირი პოლიტიკური საფუძველი და არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში,” – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები