“არა, ნუ, სიზმარში მგონია თავი, BBC SPORT აქვეყნებს გასაოცარ ბანერს ევროპის ჩემპიონატზე დღემდე გატანილი გოლების სტატისტიკის შესახებ – ზაზა შენგელია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას პორტუგალიასთან “ბრავო რეკორდსის” დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“არა, ნუ, სიზმარში მგონია თავი. BBC SPORT აქვეყნებს გასაოცარ ბანერს ევროპის ჩემპიონატზე დღემდე გატანილი გოლების სტატისტიკის შესახებ:
გიორგი მიქაუტაძე – 3 გოლი.
ინგლისის ნაკრები – 2 გოლი
ბელგიის ნაკრები – 2 გოლი
საფრანგეთის ნაკრები – 2 გოლი
ღადაობაა, რააა, თუ მჯეროდეს.
P.S. ჰო, სულ დამავიწყდა: ეს ჰოლანდიური “აიაქსია” თუ “ქსიაია” თუ რა ჯანდაბაც არის, მისი მენეჯმენტი დამითაგოს და ეს ბანერი ჩაუგდოს ვინმემ…რა უქნეს გიორგის…კინაღამ დაღუპეს ბიჭი”, – წერს შენგელია.