“უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი უარი, უკრაინის მოქალაქე ვარ; რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობა საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილი
“უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი უარი, უკრაინის მოქალაქე ვარ, ასევე მთავაზობდნენ ძალიან დიდ და მაღალ თანამდებობას, რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობა საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
“თქვენ ახლა გჯერათ, რომ რომელიმე თქვენგანის კონკურენტი ვარ აქ თანამდებობის დაკავებაში? ეს ჩემთვის განვლილი ეტაპია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ახალ თაობას გავუხსნათ ხელი. ეს არის ჩემი გამოცხადებული მიზანი.
მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ჰგონია და არც არავისი, ვისაც ჩემი ციხეში ჯდომა უნდა – ვაი თუ მიშა გამოვიდა, მიშა წაიღებს ყველაფერს. რას წავიღებ გარდა იმისა, რომ დავეხმარო ჩვენს ხალხს, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს დიქტატურა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.