გორში ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების ჭრა/გადაბელვა მიმდინარეობს

გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების ჭრა/გადაბელვა მიმდინარეობს. სამუშაოები შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ხორციელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ამასთან, სააგენტოს გამწვანების სამსახური სეზონურ სამუშაოებს აწარმოებს. მათ შორისაა მცენარეების მოვლისთვის საჭირო პროცედურები. დასვენების პარკ ,,ახალბაღში,, შეიფუთა მცენარეების ნაწილი და დაირგო ახალი ნარგავები.
სკვერებიდან და სხვა საერთო სარგებლობის სივრცეებიდან მიმდინარეობს ჩამოცვენილი ფოთლების გატანა. მუდმივად სუფთავდება სანიაღვრე არხები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები