“რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აგენტურული ოპოზიციაა, რომელიც ოპოზიციაში უდგას ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის პროგრესს” – იონათამიშვილი
“რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აგენტურული ოპოზიციაა, რომელიც ოპოზიციაში უდგას ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის პროგრესს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი რაც მეტს ისაუბრებს, მით უკეთესი იქნება.
“ერთი მხრივ, გვაჩვენებს როგორ აგონიაშია და ფანტასმაგორიების ამარა არის დარჩენილი, მეორე მხრივ, ის მთლიანად აღიარებით ჩვენებებს იძლევა, რა მიზნები აქვს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მთლიანად კოლექტიურ ნაცებსა და რადიკალურ ოპოზიციას. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მისი პარტიული წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში კი არ ემიჯნებიან, არამედ უარესს იმეორებენ ხოლმე. აქედანაც ჩვენმა საზოგადოებამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამიტომაც ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აგენტურული ოპოზიციაა, რომელიც ოპოზიციაში უდგას ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის პროგრესს. მათი მიზანია არეულობები და ძალადობის წახალისება, მაგრამ საბოლოო ჯამში იღებენ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ნულოვანი რეიტინგი აქვთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.