ყაზახეთში, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 69 ადამიანიდან 28 გადარჩა – ბოლო მონაცემები შემთხვევის ადგილიდან

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, ხოლო ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სახელმწიფო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზს გამოიძიებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ავიაკატასტროფის გამო რუსეთში ვიზიტი შეწყვიტა და სიტუაცია პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ სამედიცინო პერსონალითა და აღჭურვილობით აქთაუში მიფრინავს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები