გერმანიის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
გერმანიაში, მიუნხენში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენამდე, თავშესაფარში შობის შესახვედრად ემზადებოდნენ. შემთხვევის შედეგად შენობის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ხანძრის ქრობის პროცესში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
შენობიდან 60 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ევაკუირებული ხანდაზმულთა ნაწილი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე შენობაში გადაიყვანეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის შენობა, რომელიც 1857 წლიდან არსებობს, არქიტექტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.