16 წლის, დაჭრილი მოზარდის დედა: ნეონაცისტები არიან, ჩაცმულობაზე, მაისურებზე შეხედეთ, რა აცვიათ

16 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე, რის გამოც 14 წლის ბიჭს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

საქმის შესახებ დაჭრილის დედა საუბრობს.

როგორც ის ამბობს, მის შვილს მომხდარ შემთხვევამდეც ემუქრებოდნენ.

“ნეონაცისტები არიან, ჩაცმულობაზე, მაისურებზე შეხედეთ, რა აცვიათ, ემბლემებზე შეხედეთ”, – განაცხადა დაჭრილი მოზარდის დედამ “კურიერთან”.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

16 წლის მოზარდი, ამ დრომდე, კლინიკაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები