“სააკაშვილი მეორეხარისხოვან როლს ვერ ეგუება; ის ფსიქიკური პრობლემების ზღვარზე იმყოფება” – ჩიხელიძე

“დღევანდელი სასამართლო პროცესი სააკაშვილისთვის დიაგნოზია. სააკაშვილი მეორეხარისხოვან როლს ვერ ეგუება, დაქირავებული უცხოელი პიარის სპეციალისტების რჩევის მიუხედავად, რომ სააკაშვილი ჩუმად იყოს, ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რითაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას აზიანებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სააკაშვილი განდიდების მანიითაა შეპყრობილი.

“ფაქტია, განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემების ზღვარზე იმყოფება, ცდილობს საზოგადოებას საკუთარი არსებობა შეახსენოს, რაც ავტომატურად 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსნას ნიშნავს, აღნიშნული განცხადებები ოპოზიციის შელახულ იმიჯს კიდევ უფრო აზიანებს.

სააკაშვილმა ადეკვატურობის განცდა დაკარგა, ის ვერ ეგუება, რომ დღეს საზოგადოებისთვის მიშა მიუღებელი პერსონაა, რომლის რეიტინგი შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის რეიტინგს შევადაროთ, მათ რეიტინგს პულსი არ ესინჯება.

სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჩემი მოწამვლის საქმე რატომ მიაფუჩეჩეთ, არ დაგავიწყდეთ რომ მომწამლესო, აქ პასუხი მარტივია, სააკაშვილის მოწამვლის ამბავი, იმ მარტივი მიზეზის გამო დაივიწყეს, რომ სრულიად სიცრუე იყო და ის მოწამლული არ ყოფილა, იქვე გილაურს შეახსენა, როცა საუბრობ გაიხსენე პრემიერ მინისტრად ვინ დაგნიშნაო… შემდეგ საზოგადოება დატუქსა ჩემზე უფრო აქტიურად რატომ არ საუბრობთ, სააკაშვილზე საუბარი ტეხავსო?

დიახ დღეს სააკაშვილზე საუბარი ნამდვილად ტეხავს, რადგან დღევანდელ საქართველოში დიქტატორული რეჟიმის ადგილი არ არის! სააკაშვილზე და მის წარსულზე საუბარი ისეთი შეურაცხმყოფელი და სამარცხვინოა როგორც გერმანიაში ნაცისტური პარტიის სიკარგეზე საუბარი!”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები