„სალომე ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ ის არის ოპოზიციის ლიდერი, სინამდვილეში აგენტურის ინსტრუმენტია” – იონათამიშვილი
„სალომე ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ ის არის ოპოზიციის ლიდერი, სინამდვილეში აგენტურის ინსტრუმენტია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
“როდესაც ის ასე მტრობს ჩვენს ქვეყანას, კარგად უნდა დაფიქრდეს, ამ აგენტურას ვიდრე აწყობს, მოხდება მისი წაქეზება, შემდეგ კი ეს ადამიანები ისევ იგივე სიტყვებით ხომ არ შეამკობენ, როგორც მრავალი წლის განმავლობაში ამკობდნენ. რაც შეეხება არჩევნებს, მომდევნო არჩევნები ოთხი წლის შემდეგ ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში.
პარლამენტის დათხოვნის არც სამართლებრივი მექანიზმები არსებობს და მსგავსი პროცესები ბუნებრივად ვერ იქნება. ეს ადამიანები ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ. შესაბამისად, ცხადია, ამის არანაირი საფუძველი არ არის, მაგრამ ამ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს თუ მიყვებიან, საკუთარ თავებს კიდევ უფრო სამასხარაო სიტუაციაში ჩაიყენებენ“, – განმარტავს დეპუტატი.