“მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს სასწაულების მოხდენა შეუძლია” – ბოჭორიშვილი
“გუშინ საქართველომ თავისი სათქმელი თქვა, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს სასწაულების მოხდენა შეუძლია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
“მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ბიჭებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თითოეულ ქართველს ამხელა ბედნიერება და ამხელა სიხარული მიანიჭა. ეს ნამდვილად უდიდესი წარმატებაა და დასაწყისია კიდევ უფრო მეტი წარმატების”, – განუცხადა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.