აშშ-ი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

აშშ-ი არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და არ სცნობს მის შედეგებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ფსაკიმ აშშ-ს სახელით კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აქვს დაკისრებული.
“ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცხადი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აქვს დაკისრებული, რაც ითვალისწინების რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების შეცვლას და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შეშვებას რეგიონში”, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები