გიორგი კანდელაკი: პაატა ზაქარეიშვილი ტყუის!

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი პაატა ზაქარეიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებზე საუბრობს. გიორგი კანდელაკს მიაჩნია, რომ ზაქარეიშვილი ცრუობს. „ტყუილია. ასეთი რამ არ წერია ასოცირების ხელშეკრულებაში. დღის წესრიგში ჩააწერინა თავად საქართველოს მთავრობამ… საერთოდ პაატა ზაქარეიშვილი არის საქართველოს მთავრობის ის წევრი, რომელიც ღიად ატარებს რუსეთის ინტერესებს, თუ გავიხსენებთ, რომ იგი არის მეცნიერული კომუნიზმის მასწავლებელი, მე არ მიკვირს“ – აცხადებს დეპუტატი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებები იგეგმება. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა BBC-ს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, კანონში ცვლილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისთვის სასჯელის შერბილებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები