მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ” იყიდა – ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოცვივდებოდნენ, ვისაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს

„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ” იყიდა – ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოცვივდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას” ეს არც უფიქრია, არც უკადრებია მათთვის და არც აპირებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობდა, ჩამოეშალა „ქართული ოცნება”, ჩამოეშალა სახელმწიფო და თვითონ ჩამოიშალა.

„მე პირადად დარწმუნებული ვარ, ეს რომ ვიღაცას ეკადრებინა, „ქართული ოცნება” იქნებოდა ეს თუ სხვა „ქართული ოცნების” ადგილზე, მათი სერიოზული ფინანსური დაინტერესება ჩაედოთ, პირველები ისინი შემოცვივდებოდნენ, ვისაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს. მათი დიდი ნაწილი, შეიძლება ვიღაც ძალიან პრინციპული ყოფილიყო, ვიღაც ნაკლებად პრინციპული, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი შევარდებოდა პარლამენტში. ასეთი ჩვენ არც გვიფიქრია, არც გვიკადრებია მათთვის და არც აწი ვაპირებთ. რაც შეეხება სხვა სახის კონტაქტებს, ეს იყო უშუალო შეხვედრა თუ ვთქვათ, შალვა რამიშვილი იცნობს ვიღაცას ძალიან კარგად და მას ვეუბნებით, რომ იქნებ დაარწმუნო ეს კაცი, რომ ქვეყნის პოლიტიკური ბენეფიტი არის ეს, შენი პარტიული ბენეფიტი არის ეს და ეს, ჩვენ ამას არ გავცდენივართ, ამ სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ისინი, რასაც ერთმანეთს აბრალებენ, ჩვენ არ გვიკადრია და იმათმა აბრალონ ერთმანეთს, ეს მათი ჩამოშლის თემაა. ცდილობდნენ, ჩამოეშალათ „ქართული ოცნება, ჩამოეშალათ სახელმწიფო და ჩამოიშალნენ თვითონ. ის რამდენიმე პარტია პრაქტიკულად დაიშალა, „გირჩი”, „ევროპული საქართველო” და ერთმანეთის ჩამოშლის პროცესში არიან დღესაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები