ნიკოლოზ მეტრეველი: სერგო ორჯონიკიძე, რომელიც ოკუპანტებს შემოუძღვა, დღეს გუბაზ სანიკიძის ქების ობიექტია

“სერგო ორჯონიკიძე, ადამიანი, რომელიც ოკუპანტებს შემოუძღვა და საკუთარი სამშობლო დააპყრობინა, შემდეგ ძირძველი ტერიტორიები გააჩუქა და სამუდამოდ დაგვაკარგვინა, დაახვრეტინა – ვინ მოსთვლის – რამდენი ქართველი, ადამიანი, რომელიც ერის ღალატის სიმბოლოა – დღეს არის გუბაზ სანიკიძის ქების ობიექტი”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

“ამის მთქმელსა და ტაშის დამკვრელს სამშობლო ვერ ეყვარება! ყველაფერი არ უნდა იკადროთ პოლიტიკური ქულებისთვის! მორიგ საშოვარზე გამოსულ გუბაზებსა და მის მეგობრებს ოქტომბერში ქართველი ხალხი მორიგ ღირსეულ პასუხს გასცემს!

დასასრულისთვის, სერგო ორჯონიკიძეს, რომელმაც თბილისის აღების შემდეგ მოსალოცი დეპეშა გაგზავნა ლენინსა და სტალინთან, ყველაზე კარგად აღწერს კოლაუ ნადირაძის სიტყვები:
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები