ტაილანდში, ფუკეტის პროვინციაში ორი ჩქაროსნული კატერი ერთმანეთს შეეჯახა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ინციდენტის შედეგად, რუსეთის 20-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა და ორი მცირეწლოვანი დაიღუპა – 12 წლის ბიჭი და 6 წლის გოგო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ კატერზე მხოლოდ ტაილანდის მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟი იყმოფებოდა, მეორეში 39 რუსი ტურისტი.
ტაილანდში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, რუსეთის 21-ზე მეტი და ტაილანდის სამი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.