ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის „ეროვნულმა კრებამ“ ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს დანიშნა.

ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანია დროებით დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ჩაანაცვლა.

ბჟანიამ უკვე განაცხადა, რომ „არჩევნებში“ მონაწილეობას მიიღებს. ე.წ. ოპოზიციური კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბრიდან დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და “პარლამენტის” შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს აპროტესტებდნენ.

18 ნოემბერს დაიწყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომელიც 19 ნოემბერს შეთანხმებით დასრულდა. ასლან ბჟანია გადადგომას დათანხმდა, ადგილობრივმა “ოპოზიციამ” კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები