“რადიკალური ოპოზიციის უთავბოლო თავები საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ და ამუნათებენ ხალხს” – იონათამიშვილი

“რადიკალური ოპოზიციის უთავბოლო თავები საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ და ამუნათებენ ხალხს, რომელსაც მხოლოდ ატყუებდნენ, ცრუ მოლოდინს უქმნიდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, იმსახურებს თუ არა ოპოზიცია ნდობას.

„რადიკალური ოპოზიციის უთავბოლო თავები საზოგადოების მიმართ სიძულვილს იჩენენ და მათ ამუნათებენ. ანუ, იმ ხალხს, რომელსაც მხოლოდ ატყუებდნენ და ცრუ მოლოდინს უქმნიდნენ. იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და აღიარონ, რომ დეზინფორმაციას, სიცრუეს ეწეოდნენ, ახლა საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ. საზოგადოებამ განსაჯოს, იმსახურებენ თუ არა ისინი ერთპროცენტიან ნდობას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები