ირაკლი კობახიძე – ანრი ოხანაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც პოლიტიკის, ისე იურიდიული თვალსაზრისით, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის საუკეთესოდ გაუძღვება იუსტიციის სამინისტროს
ბატონი ანრი ოხანაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც დამთავრებული აქვს ჩვენს ქვეყანაში იენის უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილს აქვს დიდი გამოცდილება როგორც პოლიტიკის კუთხით, ასევე ზოგადად იურიდიული თვალსაზრისით.
„ბატონი ანრი ოხანაშვილი ახალი წევრია სამთავრობო გუნდის შემადგენლობაში. ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც დამთავრებული აქვს ჩვენს ქვეყანაში იენის უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და გარდა ამისა, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც პოლიტიკის კუთხით, ასევე ზოგადად იურიდიული თვალსაზრისით. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.