ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. ამის შესახებ „კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს. შეხვედრა მიუნხენის კონფერენცის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები